3-09-2021
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა ვასილ გველესიანმა სოფელ ქვედა საზანოს, ტყლაპივაკის, სასახლისა და ეწერის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და დეპუტატობის კანდიდატი პაატა ნასრაძე.
„მოვისმინე მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემები და გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმები, ასევე ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე და იმ რესურსებზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი მოსახლეობისთის.
ამ სოფლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას შიდა საუბნო გზებს რეაბილიტაცია წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციითა და ადგილობრივი ხელისუფლების გვერდით დგომით, ყველა იმ ძირითად გამოწვევას დავძლევთ, რომელიც მოსახელობას აწუხებს“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.