გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე 1 ორმაგი ოქროს, 18 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს

4-09-2021

“MUNDUS VINI”-ის  ზაფხულის დეგუსტაციაზე ქართული ღვინის კომპანიის – „მეღვინეობა პი” 2020 წლის საფერავმა ორმაგი ოქროს მედალი დაიმსახურა.


ოქროს მედლები მიიღეს:


„თელავის ღვინის მარანი” 5 ოქროს მედალი: ქინძმარაული 2020,  საფერავი კონდოლი  2018, მუკუზანი 2019, სატრაპეზო ქვევრი 2018, რეზერვი 2012;
„მეღვინეობა შუმი” 4 ოქროს მედალი: იბერიული ნაფარეული 2019, იბერიული ბიო რქაწითელი 2019,  იბერიული მწვანე 2019, ვინობიზა საფერავი კაბერნე 2019;
„ასკანელი ძმები” 2 ოქროს მედალი: რქაწითელი ქვევრი 2019, საფერავი ქვვერი 2019;
„ნაბერაული” 2 ოქროს მედალი: საფერავი ძელშავი 2020, ტვიში 2020;
„მეღვინეობა წერეთელი” –  საფერავი ქვევრი 2019;
“ყვარლის მარანი”  – მუკუზანი;
“დუგლაძეების ღვინის კომპანია” – საფერავი რეზერვი 2015;
„მეღვინეობა ხარება”  –  საფერავი 2017;
“რთველისი” – მუკუზანი 2019;


ვერცხლის მედლები:


„ასკანელი ძმები” 2 ვერცხლის მედალი: ცქრიალა ღვინო 2019, მუკუზანი პრემიუმი 2019;
„მეღვინეობა ხარება” 2 ვერცხლის მედალი: მწვანე 2020, იმერული ციცქა 2020;
„რთველისი”  – საფერავი 2019;
„მეღვინეობა შუმი” –  ვინობიზა წინანდალი პრემიუმი 2019;
“ნაბერაული” – ცოლიკოური 2020;
“თელავის ღვინის მარანი” – სატრაპეზო საფერავი 2018.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსში წარმატება ქართული ღვინოების მაღალი ხარისხით არის განპირობებული. “MUNDUS VINI”-ის  ზაფხულის დეგუსტაციაში მსოფლიოს 35 ქვეყნდან 4500  ღვინო მონაწილეობდა.