გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში ნაპოვნ ჩვილს სასამართლომ მიტოვებული ბავშვის სტატუსი მიანიჭა

17-04-2018

მე-12 მიკრო-რაიონში სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნ ჩვილის სასამართლომ მიტოვებული ბავშვის სტატუსი მიანიჭა. როგორც რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოში ინფო რუსთავს განუცხადეს, ვერ მოხერხდა ბავშვის ბიოლოგიური მშობლების პოვნა, შესაბამისად პატარა გასაშვილებელი ბავშვების სიაშია.როგორც სამსახურის უფროსმა ბესიკ ტეფნაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დაიწყება ბავშვის გაშვილების პროცედურები. 

ამ ეტაპზე პატარა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჩვილი ამ ეტაპზე მინდობით აღზრდაშია და ის რუსთავში ერთერთ ოჯახში იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს  მე-12 მიკრო-რაიონში სადარბაზოს მიმდებარეტერიტორიაზე ჩვილი იპოვეს.

"ინფორუსთავი"