გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრები ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან

4-09-2021

დღეიდან  თბილისის ერთ-ერთ  სამოქალაქო კლინიკასა  და  ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ ყველა  მსჯავრდებულს უკვე პირადად შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი  ოჯახის წევრებს მიაწოდოს.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გაჟღერებული  ინიციატივა უკვე შეუფერხებლად ხორციელდება და  მსჯავრდებულებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეუძლიათ ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნონ.

ამ ეტაპზე თბილისის  სამოქალაქო კლინიკაში ხუთი  სატელეფონო ჯიხური  ფუნქციონირებს,  ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეში კი- ოთხი.

პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.