გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იოსებ ხახალეიშვილი: ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი, ეს დიდი ტრადიციების ქალაქი, დიდი ინოვაციების ქალაქი გახდეს

4-09-2021

ჩემთვის, როგორც ძირძველი ქუთაისელისთვის, უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი და ამოცანა ქუთაისზე, აქ მცხოვრები ადამიანების აწმყოსა და მომავალზე, ამ ქალაქის სტუმარზე ფიქრი და  ზრუნვაა და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი, ეს დიდი ტრადიციების ქალაქი, ახლა უკვე დიდი ინოვაციების ქალაქი გახდეს - განაცხადა „ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების" გუნდს და აღნიშნა, რომ  ორმაგად საპასუხისმგებლო და საამაყოა, როცა მშობლიური ქალაქის თავკაცობას კვლავ განდობენ.

„რთული და  საამაყოა იყო ხელმძღვანელი  ისტორიული, უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქალაქის, ქალაქის, რომელმაც უამრავი გამოჩენილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი მისცა ქვეყანას და ვიცი რომ ქალაქზე ზრუნვა, სადაც დაიბადე, გაიზარდე და არასდროს მიგიტოვებია, ძალიან მნიშვნელოვანია.  20 წელზე მეტია ერთგულად ვემსახურები ჩემს ქალაქს  საჯარო თუ არასამთავრობო  სექტორში  მიღებული გამოცდილებით.  ძალიან ბევრი კეთილი საქმის კეთებაში უშუალოდ ვარ ჩართული და ვხედავ, რომ მნიშვნელოვან პროგრესსაც მივაღწიეთ, თუმცა ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რომ ამ ქალაქს და თითოეულ თქვენგანს უფრო მეტი სჭირდება, უფრო მეტს იმსახურებთ" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ქუთაისი  საერთაშორისო ბიზნესფორუმებისა და ინოვაციებისთვის სასურველ ადგილად უნდა იქცეს, განვითარდეს, როგორც დასავლეთ საქართველოს ტურისტული ჰაბი და გაძლიერდეს კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსით.

„ჩვენს ქალაქს დიდი სამრეწველო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ არსებობენ უნიკალური გამოცდილების ტექნოლოგები, ინჟინრები, გამომგონებლები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებთან სინქრონში,  მზად არიან ქუთაისის ეკონომიკური განვითარებისთვის იღვაწონ. ჩვენ შევძლებთ  უფრო ეფექტური კომუნიკაციით და ბიზნესის მჭიდრო მხარდაჭერით, ქუთაისი ვაქციოთ  საერთაშორისო ბიზნესფორუმებისა და ინოვაციებისთვის სასურველ ადგილად.

წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებულად  დიდია - 91 მილიონი ლარი, 25 მლნ ლარი ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება. ეს ნიშნავს საბაზისო ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგებას და ამის შემდეგ, მასშტაბური პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ქუთაისი, არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით,  არამედ, მისთვის ყველაზე ორგანული -  კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსით, ძველი და ახალი უნივერსიტეტების  სინერგიით.  თავისუფალი სივრცეების სრულყოფით, უფრო სასურველი გავხადოთ ჩვენი  ახალგაზრდებისთვის ამ ქალაქში ყოველდღიური ცხოვრება, ყველა შემოქმედებითი ინოვაციისთვის ნიჭიერ თაობებს მივცეთ გაბედული მხარდაჭერა, რადგან ქუთაისს ეს ქართული კულტურის წინაშე ევალება, შევქმნათ  ახალი საფესტივალო გარემო და უკეთესი მოტივაციით გავაგრძელოთ უკვე არსებული ტრადიციებიც, ხელი შევუწყოთ საამაყო სპორტული მიღწევების შენარჩუნებას და წარმატებული სპორტსმენების წინსვლას, განვავითაროთ ქუთაისი როგორც დასავლეთ საქართველოს ტურისტული ჰაბი, მივიღოთ მეტი სტუმარი და  ვიყოთ ღირსეული მასპინძელი, რითაც ეს ქალაქი ტრადიციულად ამაყობს და ბედნიერია. მჯერა, „ქართული ოცნების" გუნდი ღირსეულად გაიმარჯვებს. ჩვენ  ერთად შევქმნით ჩვენი ქალაქის უკეთეს ხვალინდელ დღეს" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანდიდატმა ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენ არიან: მერაბ კვიცარიძე, ირაკლი შენგელია, ამირან კოპალეიშვილი, კახა ბოჭორიშვილი, მამუკა რიჟამაძე, თემურ ნადირაძე, მაგდა კოსტავა.