5-09-2021
ქუთაისის განვითარებისთვის საჭიროა ძლიერი თვითმმართველობა. მჯერა, რომ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მომავალი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქუთაისის განვითარებისთვის - განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ,,ქართული ოცნების'' ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე.
ლომინაძის განცხადებით, ქუთაისში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და კიდევ არა ერთი პროექტი განხორციელდება.
,,ამაყი და ბედნიერი ვარ დღეს, რომ ვდგავარ აქ, თქვენთან ერთად, როგორც საქართველოს პარლამეტის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისიდან. ,,ქართულმა ოცნებამ'' ბევრი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა ქუთაისში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ დაწყებულია ოლიმპიური აუზის მშენებლობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის აკადემიას აშენებს. ორივე ობიექტი მომავალ წელს ჩაბარდება ჩვენს ქალაქს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება, ახალ თვითმმართველობასთან და მერიასთან ერთად, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ყველა ეს დაწყებული პროექტები ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ქუთაისი უნდა ვაქციოთ ქართული ტრადიციების ევროპულ ქალაქად. ამისთვის საჭიროა ერთად დგომა, რადგან გამოწვევები ბევრია პანდემიის ფონზე. ქუთაისის განვითარებისთვის საჭიროა ძლიერი თვითმმართველობა. მე მჯერა, რომ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მომავალი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქუთაისის განვითარებისთვის" - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.