გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ქარსელაძე: იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

5-09-2021

"შარშან აგვისტოში შევებრძოლეთ ონის სტიქიას და ერთად გავუმკლავდით და გავაგრძელეთ ისე, რომ ის ჩვენი საუკეთესო გზები, რომელიც გვქონდა რაჭაში, აღგვედგინა. თითქმის დასრულებულია ხელოვნური ნაგებობები, დამცავი კედლები, ყველა ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომლის შემდეგაც დაზიანებული გზა აღდგება და საფარიც დაიგება. წელს დავასრულებთ ჩვენ ამ ყველაფერს და სადაც საჭირო იქნება, ჯდენებიდან გამომდინარე, უკვე გაზაფხულზე საფარსაც დავაგებთ,"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ონში,  „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშელის წარდგენისას.


მინისტრმა ისაუბრა ჭიორა-ღების პროექტზე, რომელიც მიუხედავად აქტიური სამუშაოებისა, კონტრაქტორისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო გაჭიანურდა, მაგრამ გაზაფხულზე უკვე დასრულდება.


„სექტემბერში გაიხსნება ისტორიული იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა. ახალი სიცოცხე რაჭისთის, ზემო იმერეთისთვის, ახალი შესაძლებლობა. გაცოცხლდა 6 სოფელი, გაათმაგდა  მიწის ფასი და მოთხოვნა. ეს არის ჩვენი მომავალი. სახელმწიფომ ისე უნდა დაგეგმოს პროექტი, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებმა ისარგებლონ ამით. 10 000 კილომეტრი გზა დავაგეთ ჩვენ 8 წლის განმავლობაში, თბილისის და აჭარის გარდა. ჯამში, მთელ საქართველოში 21 000 კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს. თბილისს და აჭარას თუ დავუმატებთ 12 000 კილომეტრზე მეტი გზა დავაგეთ და ეს პროცესი გრძელდება,"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ონში წყალმომარაგების პრობლემა არ არის, 3000 სოფელზე მეტი ჯერ კიდევ სტანდარტების შესაბამისი წყლის გარეშეა და ამ გამოწვევის დაძლევა გათვალისწინებულია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ მთავრობის 10 წლიან სტრატეგიაში. მან ასევე აღნიშნა, რომ 5 წელიწადშიც ქვეყნის ყველა ქალაქს  ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ონში კი დასრულდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა.