გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დე ფაქტო აფხაზეთში სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაცემა დაიწყო

18-04-2018

სოხუმის #1 პოლიკლინიკაში სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაცემის პუნქტი გაიხსნა. ამის შესახებ ბრიფინგზე დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს წამომადგენლებმა განაცხადეს. მსგავსი პუნქტები გაგრის, გუდაუთის, ოჩამჩირის, აგუძერის და ტყვარჩელის სამედიცინო დაწესებულებებშიც იმოქმედებს. ამავე ცნობით, პოლისს რუსული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები 15 კალენდარული დღის განმავლობაში გასცემენ.

„დოკუმენტი მოქალაქეს საშუალებას მისცემს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. გეგმიური ჩვენების შემთხვევაში, პაციენტის დიაგნოსტირება რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება, ამის შემდეგ მას რუსეთში გაგზავნიან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალისა არძინბამ.

სამედიცინო დაზღვევის პოლისები დე ფაქტო აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე გაიცემა. რუსეთის მოქალაქეთა დაზღვევის ორგანიზების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2017 წლის 8 აგვისტოს მოეწერა ხელი. მანამდე მისი რატიფიცირება დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა მოახდინა. საუბარია რუსეთის 189 ათასი მოქალაქის სამედიცინო დაზღვევაზე, პოლისს ასევე 14 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ, თუ ერთ-ერთი მშობელი რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს.

რადიო "ათინათი"