5-09-2021
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისი პროვოკაციები ღიმილისმომგვრელია.
„მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, გარემონტებულ ციხეში სხვათა შორის. ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ ყველას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და სტუმარი მიატოვა და მიწაზე იფორთხიალა. შემდეგ გახსოვთ ცნობილი კადრები, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით. ასე, რომ ნებისმიერი მისი რაღაც მორიგი სულელური პროვოკაცია ჩვენში მხოლოდ ღიმილს იწვევს. თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს, რატომ ვერ ჩამოდის, 9 წელი გავიდა. იმიტომ, რომ კურდღელია, ლაჩარი და მშიშარა კაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.