6-09-2021
ქედის მუნიციპალიტეტის, მერისის (აკავრეთას) ხეობაში, კერძოდ სოფელ ნამონასტრევში დასრულდა არქეოლოგიური სამუშაოები. რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობდა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა მცირე დარბაზული ტიპის, ორფერდა სახურავიანი ეკლესიის ნაშთები. ეკლესია თავის დროზე აუგიათ მდინარე აკავრეთას მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბუნებრივ ბორცვზე. გამოიკვეთა ნახევარწრიული მოყვანილობის აფსიდა, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების ცოკოლის და კედლების ნანგრევები. არქიტექტურული დეტალებიდან აღმოჩნდა თაღის ქვები. ასევე ქვაზე ამოკვეთილი წარწერა და ქვაზე ამოკვეთილი ჯვრის ფრაგმენტი. კერამიკული ნაწარმი მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. გვხდება ქვევრის, კეცის, ქოთნის და დოქის ნატეხები. საინტერესოა თითქმის მთლიანად დაცული თიხის სასანთლე, რომელიც საკურთხეველში აღმოჩნდა იატაკის დონეზე.