გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხის სახელით ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ვულოცავ

6-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ულოცავს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებსა და ებრაელებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და ასე იქნება ყოველთვის.


„მინდა ახალი წელი, როშ ჰაშანა მივულოცო ებრაელ ხალხს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მინდა ვუსურვო ებრაელ ხალხს, მშვიდობა და წინსვლა - ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია და მუდამ მხარში გვიდგას.

ჩვენს ერებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყოველთვის. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.