გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის სამინისტრო გარკვეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

6-09-2021

გარკვეულ მედიასაშულებებში ვრცელდება თითქოსდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა და შესაბამისმა პერსონალმა ვაზიანში ერთ-ერთი კორპუსი დაცალეს. 31 აგვისტოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა" - განცხადებას ამის შესახებ სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს:


"აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი ტრეისი კინგი.


ცხადია, ავღანეთში საერთაშორისო მისიის დასრულებას ავტომატურად მოჰყვა გადასროლისწინა პროგრამის დასრულებაც, რადგან ეს პროგრამა მისიისათვის დანაყოფების მომზადებას გულისხმობდა. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას უფრო გულისყურით მოეკიდონ თავდაცვის ძალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას" - აცხადებენ უწყებაში.