გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა კუჭავა ავსტრიაში ვიზიტს იწყებს

7-09-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ვიზიტით ვენაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპული ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იქნება, ხოლო აზიური და აფრიკული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან კახა კუჭავა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

„დაგეგმილია შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. მასთან ვისაუბრებთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე და ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის აქტიურ მონაწილეობაზე. სპიკერების კონფერენცია 4 წელიწადში ერთხელ იმართება, შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ შევხვდეთ სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს",- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან გამართავს შეხვედრას.

 

„შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული მდგომარეობა, ზოგადად, ოკუპაციის, კოვიდ პანდემიის ფონზე, მაგრამ რაც მთავარია, ის პროცესები, ის რეფორმები, რომლებსაც საქართველო, მიუხედავად ამ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის ფონზე ახორციელებს",- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.