გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კულტურის სამინისტროში ორ ახალ კულტურულ მარშრუტზე იმსჯელეს

7-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მისი შექმნიდან პირველად ჩატარდა კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს სხდომა, რომელზეც ორ ახალ კულტურულ მარშრუტზე იმსჯელეს. ესენია: „მიხაი ზიჩის მარშრუტი საქართველოში" (წარმოდგენილი საქართველოში უნგრეთის საელჩოს მიერ) და „ნობელიანტები თბილისში" (წარმოდგენილი ა(ა)იპ თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ).
მარშრუტის „მიხაი ზიჩის მარშრუტი საქართველოში" მიზანია ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის საქართველოში მოღვაწეობის ერთიან კონტექსტში წარმოჩენა, მხატვრის შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და ქართულ-უნგრული კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. მარშრუტის ფარგლებში მოსანახულებელი ობიექტები ზუსტად მიჰყვება მე-19 საუკუნეში მხატვრის მოგზაურობასა და მოღვაწეობას საქართველოში. გეოგრაფიული არეალი მოიცავს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებს.
შესაბამისად, საბჭოს წევრებმა სხდომაზე მოცემული მარშრუტი ერთხმად დაამტკიცეს.
რაც შეეხება მარშრუტს „ნობელიანტები თბილისში", მისი მიზანია მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე აღადგინოს და გააცოცხლოს საქართველოს არქივებში, მემუარებსა და მუზეუმებში დაცული ობიექტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად კავშირში არიან ნობელიანტთა სტუმრობასთან თბილისში.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მარშრუტს აქვს განვითარების პერსპექტივა დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც და ამიტომ შედგა შეთანხმება, რომ ეს ინიციატივა უნდა გაფართოვდეს, დედაქალაქის გარდა მოიცავდეს სხვა ქალაქებსაც, მაგალითად ზუგდიდს, სადაც, როგორც ცნობილია, ცხოვრობდა მსოფლიოში რიგით მეორე ნობელიანტი ქალი ბერტა ფონ ზუტნერი.
შეგახსენებთ, საქართველო 2016 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში, რაც შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას გულისხმობს.
კულტურული მარშრუტი არის კულტურული, საგანმანათლებლო, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ერთობლივი თანამშრომლობის პროექტი, რომლის მიზანია მარშრუტის ან მარშრუტების სერიის შექმნა და ხელშეწყობა, რომელიც ემყარება საერთო კულტურულ კონცეფციას. დღესდღეობით ევროპის საბჭო ზედამხედველობას უწევს 45 საერთაშორისო მარშრუტს. მათგან 5 მარშრუტში ჩართულია საქართველოც, ხოლო უშუალოდ საქართველოში სერტიფიცირებულია 9 მარშრუტი.
ინფორმაციისთვის, კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს შემადგენლობაში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან.