გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა კუჭავა: მსოფლიოს პარლამენტების სპიკერთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხს განვიხილავთ

7-09-2021

„მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოს პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პარლამენტის სპიკერი ესწრება -   ოფიციალური მიღებების გარდა, გვექნება ორმხრივი შეხვედრები ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კახა კუჭავა ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი იქნება განხილული.

 

„გაიმართება ისეთი შეხვედრებიც, როგორიცაა მაგალითად, შეხვედრა  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. ჩვენთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, თან თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომ მალე გვექნება არჩევნები, რომელზეც ყურადღება მაღალია და  ეუთოსგანაც ველოდებით სადამკვირვებლო მისიას. ამიტომ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც მიმდინარე, ასევე, ზოგადად, სამომავლოდ, თანამშრომლობის კუთხით, იქნება განხილული ამ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში",- განაცხადა კახა კუჭავამ.