ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე რეგიონში ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმია

18-04-2018

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი აქვს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროკავშირსა და განვითარებად ქვეყნებში. 

ამის შესახებ ამერიკული რადიოსადგურის, «Radio Voice of America»-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმი 177 ლარითაა გასაზღვრული, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი მეზობელ აზერბაიჯანში 181 მანათი ანუ 257 ლარია, სომხეთში - 51200 დრამი ანუ 256 ლარი, ყაზახეთში 28850 ტენგე ანუ 213 ლარი, რუსეთში - 10524 რუბლი ანუ 411 ლარი, ხოლო თურქეთში 1628 ლირა - 957 ლარი.