გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მმართველი პარტიის ონის მერობის კანდიდატმა სოფლების, შარდომეთისა და ახალი ჩორდის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა

8-09-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, შეხვედრა გამართა ფარახეთის ადმინისტრაციული სოფლების, შარდომეთისა და ახალი ჩორდის მოსახლეობასთან.


მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მრავალი პროექტი შეჩერდა, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობით აღნიშნული პროექტები მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება.


"პირობას ვაძლევ ყველა ონელს, ჩემს გუნდთან ერთად, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ბოლომდე დავიხარჯები და კიდევ ბევრს სასიკეთო საქმეს გავაკეთებ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თქვენთან ერთად ვიამაყო შედეგით, რომელიც წარმატებულ და განვითარებულ მუნიციპალიტეტად აქცევს ონს!" - განაცხადა შეხვედრისას სერგო ხიდეშლმა.