გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტით „მობილური იუსტიციის სახლი" პირველმა 91 წლის მერიემ დავითაძემ ისარგებლა

8-09-2021

პირველი ვინც, იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტით „მობილური იუსტიციის სახლი" ისარგებლა სოფელ ჭახათის მცხოვრები 91 წლის მერიემ დავითაძე იყო. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს,  რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა,  იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  ID ბარათი პირადად გადასცა.

 

იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი" დღეს  საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აჭარის მაღალმთიან სოფელ ჭახათში ადგილობრივებს „მობილური იუსტიციის სახლით" თავად მიაკითხა და  სოფლის მცხოვრებლებს საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.

 

აჭარის შემდეგ „ მობილური იუსტიციის სახლი" დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს,  შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცეტრიდან დაშორებით მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე 5  ,, მობილური იუსტიციის სახლი" 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის.  საბოლოოდ კი , პროექტი საქართველოს  ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.