გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბარბარა ჰორაცი: თქვენმა ქვეყანამ პირველსავე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი იმით, რომ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება და ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის უზარმაზარი სურვილი

8-09-2021

თქვენმა ქვეყანამ პირველსავე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი იმით, რომ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება და ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის უზარმაზარი სურვილი-ამის შესახებ "აუთლეთ რესურს გრუპის" პარტნიორმა ბარბარა ჰორაცმა "აუთლეტ ვილიჯის" პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


"თქვენმა ქვეყანამ პირველსავე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი არა მხოლოდ სამზარეულოთი და ღვინის ტრადიციებით, არამედ იმითაც, რომ ჩვენ აქ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება და ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის უზარმაზარი სურვილი. კიდევ ერთი ფაქტორი მდგომარეობდა ოპერატიულობაში. ჩვენ შრომის კულტურას ვნერგავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ აუთლეთ სოფელში,

მაგრამ აქ მიღწეული სისწრაფე მართლაც უნიკალურია. ჩემს მშობლიურ გერმანიაში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში იმავე სამუშაოს შესრულებას 10 ან მეტი წელიწადი დასჭირდებოდა, რადგან ეს მოითხოვს ძალიან რთული პროცედურების განხორციელებას: მაგალითად, ნებართვა, მოსახლეობის თანხმობა და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც აქამდე განხორციელდა, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით. თქვენთან ამბობენ: „სტუმარი ღვთისაა". ჩვენი მხრივ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თბილისის აუთლეთ სოფლის სტუმრებმა თავი განსაკუთრებულად იგრძნონ",-განაცხადა "აუთლეთ რესურს გრუპის" პარტნიორმა ბარბარა ჰორაცმა.