გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა კუჭავა ავსტრიაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

8-09-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე კახა კუჭავა კოლეგებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ესაუბრება.

 

„მნიშვნელოვანია მათთან ერთად ვისაუბროთ ჩვენს დღის წესრიგზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ  კიდევ უფრო დაგვაახლოვოს ევროპასთან. პარლამენტის თავმჯდომარეებისგან ვიღებთ მხარდაჭერას   - ეს  მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეჭვი არ ეპარებათ იმ გზის შესახებ, რომელზეც საქართველო დგას და რის მიღწევას ვაპირებთ ჩვენ მათთან ერთად - ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ვიზიტის მეორე დღეს, კახა კუჭავამ შეხვედრა უკვე გამართა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ ზორჩიჩთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.