გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლების გამო, მიქელაძეების ოჯახმა აქცია გამართა

18-04-2018

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147 ნომერში მცხოვრებმა მიქელაძეების ოჯახმა და ახლობლებმა ბაგრატიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი საბანკო დავალიანების მქონე მიქელაძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდნენ. 

დღეს მიქელაძეებს საცხოვრებელ სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და კერძო იპოთეკით დაზარალებული სხვა პირები.

როგორც უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, აქციის შემდეგ გადაწყდა, რომ მიქელაძეების ოჯახის გამოსახლება დროებით შეჩერდეს, თუმცა კერძო იპოთეკით დაზარალებულები მთავრობას მიმართავენ, რომ საბანკო დავალიანების მქონე ოჯახებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს და დაბალ პროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტების გაცემა უზრუნველყოს. 

ამ დროისათვის ბაგრატიონის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. 

"ინტერპრესნიუსი"