გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ენგურჰესის და ვარდნილ ჰესის მიერ ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი აფხაზეთს მიეწოდა

18-04-2018

2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსის თანახმად, ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 92,6% დე ფაქტო აფხაზეთს მიეწოდა, წერს bpn.

ზამთრის სეზონზე ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი აფხაზეთს მიაქვს, ზაფხულში ეს მაჩვენებელი შედარებით მცირდება. ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგია აფხაზებს უსასყიდოლო მიეწოდებათ.0:26 იანვარ-მარტში ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 724.8 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 671,3 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა.

რაც შეეხება თითოეულ თვეს, მონაცემები ასე გამოიყურება: იანვარში ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული იქნა 259.1 მლნ კვტ/სთ, თებერვალში - 228.2 მლნ კვტ/სთ, მარტში - 237.4 მლნ კვტ/სთ. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობამ კი იანვარში შეადგინა - 247.408 მლნ კვტ/სთ, თებერვალში - 216.467 მლნ კვტ/სთ და მარტში - 207.426 მლნ კვტ/სთ.

"ენგურჰესის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, აფხაზეთის მიერ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება იანვარ-მარტში უკვე ხუთი წელია საკმაოდ მაღალია და ამის მიზეზი ის არის, მათ წყალსაცავაში წყლის მოცულობა მცირდება.

„ყველაფერი წყლის მოცულობასა და შემოდინებაზეა დამოკიდებული. ზამთრის სეზონზე წყალსაცავში წყლის მოცულობა ყოველთვის მცირდება. აფხაზები გასული წლების იანვარ-მარტ-თებერვალშიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარდნენ. 2013 წლიდან მოყოლებული ასეა. სამაგიეროდ, აპრილ-მაისში მოხმარება უკვე მცირდება. ხოლო წლიურ ჭრილში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარს მოიხმარენ“, - აცხადებს მებონია.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი როგორც ქვეყანას, ასევე „ენგურჰესს“ დიდ ფინანსურ პრობლემას უქმნის. რადგანაც აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, კომპანია შემოსავლების ნახევარს კარგავს.

მისივე განმარტებით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ის, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანება დაიწყოს. ლევან მებონიას ინფორმაციით, აფხაზურ მხარესთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჰქონდათ, თუმცა პროგრესი ჯერ არ არის.

ენგურჰესი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები 1988 წელს დასრულდა. ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს.

რადიო "ათინათი"