ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად აირჩიეს

9-09-2021

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მსოფლიო კონსერვაციის კონგრესის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად, 4 წლის ვადით აირჩიეს. საბჭო, კონგრესებს შორის ინტერსესიურ პერიოდში, კავშირის მთავარ მმართველ ორგანოს წარმოადგენს.


IUCN - ის მსოფლიო კონსერვაციის კონგრესი საფრანგეთში,  ქალაქ მარსელში,  3-11 სექტემბერს ტარდება. ღონისძიების  მიზანია ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ქმედებების განსაზღვრას.  კონგრესზე, განსახილველ საკითხებს შორის არის: 2020 წლის შემდგომი ბიომრავალფეროვნების სტრატეგია, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, დაცული ტერიტორიების და ტყის მდგრადი მართვა.