გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გეგუთის ციხეში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები აღმოფხვრილია

10-09-2021

N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.
დაწესებულებაში 31 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.


ამ ეტაპზე N14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 14 მსჯავრდებული რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან.


მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება. ასევე, პატიმრები PCR ტესტის საშუალებით თვეში 2-ჯერ იტესტებიან.


ინფორმაციისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.


ამ ეტაპზე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების 55% უკვე ვაქცინირებულია.