გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი გაიმართა

10-09-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს, მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი გახსნა. ტრენინგი დისტანციურად გაიმართა. მისი მიზანი სასკოლო სახელმძღვანელოს საპილოტე პროგრამისთვის 17 მასწავლებლის გადამზადებაა.


ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.


„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რაც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ეროვნული მედეგობის განვითარებას ემსახურება, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი არა მხოლოდ წარმატებით ხორციელდება, არამედ თანდათან ფართოვდება და მიმდინარე წლიდან პროექტს დამატებით 11 სკოლა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც უერთდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.


ტრენინგის ფარგლებში თანამედროვე სასკოლო სწავლების მეთოდოლოგია და სახელმძღვანელოს ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა; საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება, სამოქალაქო უსაფრთხოება, სამხედრო სამსახური და სამხედრო განათლება და სხვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების საპილოტე პროექტი ეტაპობრივად ვითარდება. პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მონაწილეობით შემუშავდა სასწავლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“. პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებაში, საგანმანათლებლო ინსტიტუტებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.