გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება", დღესაც ეს მჩაგვრელი ადამიანები იქნებოდნენ ხელისუფლებაში

10-09-2021

ჩვენ არ ვიცით დღეს რა ვითარება არის და რა ვითარება იყო 8-9 წლის წინ, თუნდაც ციხეებში?! როგორ უღირსად იქცეოდნენ თავად ეს მჩაგვრელი პატარა კაცები. როგორ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, საკუთარ თანამოქალაქეებს - ძმებს და დებს. ჩაგრავდნენ 24 საათის განმავლობაში - ცემა, შეურაცხყოფა, გაუპატიურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად.


„ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი მჩაგვრელი ხელი ყველას და ყველაფერს შეეხო და გაუსაძლისი იყო ქვეყანაში ცხოვრება. ისიც კარგად ვიცით, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება", დღესაც ეს მჩაგვრელი, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში. ეს არის გამოწვევა, მეგობრებო. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევაა ასეთი დესტრუქციულ- რადიკალური ჯგუფების არსებობა. მოუსმინეთ მათ, რას ლაპარაკობენ და მოგვისმინეთ ჩვენ. ჩვენ გამოვდივართ, ველაპარაკებით ჩვენს მოსახლეობას ჩვენს გეგმაზე, ხედვაზე, ვლაპარაკობთ ანგარიშს ჩვენს გაკეთებულ საქმეზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ მხრიდან ვინმეს თუ მოუსმენია რაიმე ხედვა, კონკრეტული გეგმა, გადაწყვეტის გზები - არავითარი. რა გადაწყვეტილება და რა ხედვა უნდა წარმოადგინოს, მაგალითად, სააკაშვილმა, ბოკერიამ, ადეიშვილმა, გვარამიამ, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა ვანომ, ახალაიებმა - ამ მჩაგვრელმა კასტამ.. ეს არის მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამწუხაროდ, მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილი, 20-25% ჯერ კიდევ არის შეცდენილი.


„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეთი ადამიანების უნარი არის ფართო მასების შეცდომაში შეყვანა და ამის არაერთი ისტორია ახსოვს კაცობრიობას, როგორ აცდენენ ცრუ ადამიანები, მატყუარა ადამიანები მოსახლეობას და ძალიან ბევრი, მათ შორის გონიერი ადამიანი შემცდარა. ასე, რომ ჩვენ ეს არ გვიკვირს. ვიცით კარგად ეს ხელოვნება და უნარები და ამიტომ არის საჭირო კომუნიკაცია ჩვენს ხალხთან. პირდაპირი კომუნიკაცია. პროაქტიულ რეჟიმში უნდა ველაპარაკოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ არჩევნებზე. მე მჯერა, რა თქმა უნდა, ვარ დარწმუნებ