10-09-2021
,,ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო ფორმატის ფარგლებში სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრა. გივი მოდებაძემ მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად ჩაერთონ პროექტ ,,აწარმოე საქართველოში", რათა საკუთარი ბიზნეს იდეის წარმატებით განხორციელება შეძლონ.
,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გეზრულსა და სვერში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ადგილობრივების ხელშეწყობა გაგრძელდება, რათა მოსახლეობამ მაქსიმალურად ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის" განაცხადა გივი მოდებაძემ.