გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: ”ედისონ რისერჩმა” წინასაარჩევნოდ მორიგი სოციოლოგიური პუდინგი გამოაცხო და მას უკვე ორი დღეა შეექცევიან

10-09-2021

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება:


“ედისონ რისერჩმა” წინასაარჩევნოდ მორიგი სოციოლოგიური პუდინგი გამოაცხო და მას უკვე ორი დღეა შეექცევიან “ფანჩატურის ოპოზიცია” მათი სატელიტები. თან უნდათ რომ ეს პუდინგი, სინამდვილეში კი რუსული “ბელიაში” საერთაშორისო პარტნიორებს აჭამონ.


აბა რა იქნება, გუშინ გამომცხვარ ე.წ. “პოლიტიკოსებს” საბა ბუაძეს და ანა ნაცვლიშვილს რომ შეიყვან რეიტინგებში, და ოპოზიციის ვეტერანებს აწყენინებ, მარტო ესაა მოდელირება,. სხვას რომ თავი დავანებოთ. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, ცესკოს კლონირებიდან დაწყებული კვლევების მოდელირებით დამთავრებული, რომ ეგებ ამჯერად მაინც გამოაცხონ რაღაც, ისე რომ გვერდები არ მიეწვათ.


ან კი რანაირად უნდა აკრიფო რეიტინგი, როდესაც საარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად არ აწარმოებ, და მთელ დროს კლონირება- მოდელირებაში ხარჯავ.