გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: ფსევდო-ევროპელი „ლუზერი“ ოპოზიციის უაზრო წიკვინს ველოდებით შედეგების გამოცხადებისთანავე

10-09-2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება:


„ქართული ოცნების“ კვლევით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს გამოკითხულთა 56,1%-იანი, ნიკა მელიას – 28,3%-იანი, გიორგი გახარიას კი 6%-იანი მხარდაჭერა აქვს. პარტიის მიერ ჩატარებული კვლევით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 32 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 12 ადგილს მოიპოვებს.


დაახლოებით ეს რეალური შედეგი იქნება 2 ოქტომბერს, +/- 2-3%-იანი ცდომილებით. არჩევნების “გაყალბებას” ცესკო-ს დააბრალებს მხოლოდ სააკაშვილის ბრმა ადეპტი, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრებულია შარლ მიშელის იმ შეთანხმებით, რომელსაც მმართველი გუნდი ზედმიწევნით ასრულებს.


ფსევდო-ევროპელი ‘ლუზერი’ ოპოზიციის უაზრო წიკვინს კი ველოდებით შედეგების გამოცხადებისთანავე. ამასთან, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ გახარიას გუნდის გამორჩეული კლოუნები, მაგალითად, ქემოკლიძე და მეზვრიშვილი მყისიერად იქცევიან მეგი გოცირიძე-ნიკა მელიებად” - წერს გია აბაშიძე.