გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ზურაბიშვილი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით, მცხეთის მუნიციპალიტეტში არაერთი ისტორიული მასშტაბური პროექტი განხორციელდა, თუმცა რჩება გადასაჭრელი საკითხები

10-09-2021

,,ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით, მცხეთის მუნიციპალიტეტში არაერთი ისტორიული მასშტაბური პროექტი განხორციელდა. თუმცა, კვლავ რჩება საკითხები, რომელსაც გადაჭრა სჭირდება - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' მცხეთის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ზურაბიშვილმა წარდგენაზე.


მერობის კანდიდატმა ყურადღება ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების საჭიროებაზე გაამახვილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.


„რთულია, ვისაუბროთ მცხეთის განვითარებაზე მაშინ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. ქალაქი ვერ ახერხებს წინსვლას, რაც თითოეული ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. შესაბამისად, ჩემი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ამის გადაწყვეტა. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში თუ დასახლებაში არაერთი მუნიციპალური პროექტი განხორციელდა, თუმცა გასაკეთებელი აქაც ბევრია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი მხარდაჭერა თქვენს ოჯახებს, სოფლებს და ქალაქს კეთილდღეობას მოუტანს. მცხეთის მუნიციპალიტეტში დავიბადე და გავიზარდე, თქვენს გვერდით, უბრალო და მშრომელი ხალხის ოჯახში. ვიცნობ ქალაქის და თითოეული სოფლის მოსახლეობას. ვიცი, თქვენი პრობლემებიც და სურვილებიც, ტკივილიც და სიხარულიც. „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პატივი მაქვს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვიყო და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. პოლიტიკაში მოვდივარ ძლიერ გუნდთან ერთად, რომლის მთავრი ღირებულებაც ხალხის სამსახურში ყოფნაა. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაში და ჩვენს საბოლოო გამარჯვებაში.


ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: გიორგი ელოშვილი, გიორგი კვახაძე, თემირ ლელუაშვილი, გიორგი ჯიქია, გიორგი კუპრაშვილი, თევდორე კახუაშვილი, გელა ბაქრაძე, ჯონდო მუზაშვილი, ჯონი ბაშარული.'' განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვლმა წარდგენისას.