გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოზურგეთში სადრენაჟე სისტემა მოწესრიგდა

11-09-2021

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ატარებს.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლეკიანის დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები დასრულდა.


სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები მოწესრიგდა, ჯამში 11 კილომეტრი. შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღადგინა.


სადრენაჟე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები კომპანიამ საკუთრი ძალებით განახორციელა.