გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური, მასშტაბური გეგმები

11-09-2021

ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ერთგულებას, სწორედ თქვენი ერთგულებით, გვერდში დგომით, ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ და გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავს დღეს ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად ფიქრობს და ზრუნავს მოქალაქეების გაჭირვებაზე, პრობლემებზე და ქვეყნის გაძლიერებაზე.


„ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ვიდრე ამის თაობაზე მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი. მე ამას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი ნაწილია, რომ „ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენ დავასრულეთ ტრადიციული სამოქალაქო დაპირისპირების და სამოქალაქო ომების ეპოქა და უზრუნველვყავით გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა განვითარება ყველა მიმართულებით. პროგრესი სახეზეა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, რაც უნდა გადავჭრათ, გაათმაგებული ტემპებით მუშაობით და კიდევ უფრო მასშტაბური იდეების და რეფორმების განხორციელებით", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში, სამცხე-ჯავახეთის ულამაზეს რეგიონში მილიარდი ლარის 6 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა.


„თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განახლდა გზები, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობის პროექტები, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც მართლაც ხელშესახებია. სერიოზული წინსვლა გვქონდა ისეთი დარგების მიმართულებით, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოებისა და ტურიზმის განვითარება. თუნდაც მხოლოდ ბორჯომში, ამ რეგიონში 20-ზე მეტი სასტუმრო დაფინანსდა, ამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობაც იყო. ძალიან ბევრი საწარმოს შექმნა თუ გადაიარაღება განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური, მასშტაბური გეგმები და ხედვები, თუ როგორ დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე და როგორ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.