18-04-2018
გორში, ყიფიანის ქუჩაზე 15 წლის მოზარდს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული 15 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადაიყვანა.
ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, სანდრო ხეჩიკაშვილის განცხადებით, პაციენტს მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა და მარცხენა წვივის დაზიანება აღენიშნებოდა. მას ჩაუტარდა ფიქსაცია თაბაშირის ნახვევით და გაეწერა ამბულატორიულად.
"ინტერპრესნიუსი"