გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრმა აწყურში ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

11-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს.


აწყურის ღვთისმშობლის კათედრალის სრული რეაბილიტაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს დაიწყო.


მე-10 საუკუნის ისტორიული კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მიაწოდა.


მან პრემიერ-მინისტრს კათედრალის რეაბილიტაციის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის ხატი აჩუქა.


მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ფონდი "ქართუ" ასევე ახორციელებს აწყურის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.


პრემიერ-მინისტრთან ერთად კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.