გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში დაარსებული ევროატლანტიკური კლუბი რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მოემსახურება

18-04-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, კახეთში ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
აღნიშული კლუბი, კახეთის რეგიონის მასშტაბით, განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მის მიზანს წარმოადგენს რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ევროატლანტიკური სტურქტურების მიმართ გააზრებული მხარდაჭერისა და ნდობის გაზრდა.
“კახეთი იქნება ის რეგიონი, სადაც პირველად ჩამოყალიბდება ევროატლანტიკური კლუბი. მე მინდა მივესალმო და ვუსურვო წარმატებები ამ ინიციატივას, მონაწილე ორგანიზაციებსა და პირებს. მინდა ვისურვო, რომ ეს კლუბი იყოს ისეთი წარტებული, რომ სხვა რეგიონებმაც იხელმძღვანელონ ამ მაგალითით და შექმნან ანალოგიური კლუბები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტკური ინტეგრაციის პროცესს” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

კლუბის შექმნის დებულებას წელი მოაწერეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კახეთის რეგიონის თითოეულმა მუნიციპალიტეტის მერმა და მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.
აღნიშული ღონისძება, მიხეილ ჯანელიძის კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, უმცირესობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა ნატოს დღეების ფარგლებში, ქ.თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.