გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხი დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით, უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს

11-09-2021

მთავარი გამოწვევა, რაც საზოგადოებას აწუხებს, არის სიღარიბე და უმუშევრობა, ჩვენ ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი" , „შეღავათიანი აგროკრედიტი".

„ამ პროგრამებით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, მაგრამ, ჩვენ ახლა უნდა გავაფართოოთ აღნიშნული პროგრამების მასშტაბები და მთელი ქვეყანა უნდა მოვიცვათ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ პროგრამებით და ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვიცით და გვჯერა, რომ  ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

ეს არჩევნები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ  მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები. ხალხი მართლაც დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით და ყოველ წელს ეს პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ჩვენ, ყველამ ერთად, როგორც მთავრობამ ასევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მთავარ საქმეზე, იმ მთავარ პრობლემებზე, გამოწვევებზე რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ასე, რომ კიდევ ერთხელ სრული მობილიზება უნდა გავაკეთოთ, მშვიდად ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.