გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: მთავარი, რაც მინდა გითხრათ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ჩამოვყალიბდეთ მიზანზე და თქვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული წელი უნდა გაახლოებდეთ ამ მიზანს

11-09-2021

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩამოყალიბდეს თანამედროვე ევროპული ტიპის განათლების სისტემა ქვეყანაში და ყველა ის რეფორმა, რაც დაწყებული აქვს ბატონ მიხეილ ჩხენკელს, ამ დიდ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.


მთავრობის მეთაური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან ერთად შეხვდა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის როლს და დამსახურებას რეგიონის განვითარების საქმეში და რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გაეცნო უნივერსიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შესაბამისი დავალებები მისცა.


„მთავარი, რაც მინდა გითხრათ ჩემი მოკრძალებული აზრით და გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ჩამოვყალიბდეთ მიზანზე და იფიქროთ თქვენს მთავარ მისაღწევ დიდ ოცნებაზე, დიდ მიზანზე უნდა იფიქროთ და თქვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული წელი უნდა გაახლოებდეთ ამ მიზანს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩამოყალიბდეს თანამედროვე ევროპული ტიპის განათლების სისტემა ქვეყანაში და ყველა ის რეფორმა, რაც დაწყებული აქვს მიხეილ ჩხენკელს, ამ დიდ მიზანს ემსახურება. ვხედავ, რომ უნივერსიტეტს სჭირდება დახმარება და მინდა, ეს დახმარება აღგითქვათ. მინდა, აქვე დავავალო ბატონ მინისტრს, რომ რაც გასაკეთებელია პირველი რიგის სამუშაოები, ჩვენ აუცილებლად გამოგიყოფთ იმ დაფინანსებას, რაც თქვენს უნივერსიტეტს გამოადგება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია სამეცნიერო კვლევის, უმაღლესი, პროფესიული განათლებისა და უწყვეტი განათლების ერთიანი სივრცე. სახელმწიფო ენაზე განათლებას იღებს ეროვნული უნმცირესობის 300 წარმომადგენელი.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთია სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო (300-კრედიტიან, ხუთწლიან) პროგრამას.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო ხუთწლიანი პროგრამა 2021 წელს შეტანილი იქნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში. შესაბამისად, ამ პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლის გადასახადი სახელმწიფოს მხრიდან სრულად იქნება დაფინანსებული ხუთი წლის განმავლობაში.


უნივერსიტეტში ხორციელდება 26 საგანმანათლებლო პროგრამა განათლების სამივე საფეხურზე. გარდა ამისა, მოქმედებს ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესიული პროგრამებისთვის განკუთვნილი ნაწილის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და ბიუჯეტი 2 572 741 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალქალაქში მდებარე სასწავლო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს - აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით, მოეწყობა კომფორტული სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე, სახელოსნოები პრაქტიკული სწავლებისთვის, იფუნქციონირებს სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. სასწავლებლის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. განახლებული სასწავლებელი რეგიონის მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით შექმნილ პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს.