გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის სპეციალური კომისია პირველად შეიკრიბება

19-04-2018

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით, დღეს ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სპეციალური კომისიის სხდომა პირველად გაიმართება.

პროფკავშირები მინდელის შახტის დახურვას მის რეაბილიტაციამდე ითხოვენ, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მეშახტეებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ.


"თითქოსდა ბიზნესის ლოიალობით და აქ ხალხის შემოტყუებით და მერე რეგულაციების დაწესებით, როგორც ყურებს გვიჭედავდნენ, ფაქტია რომ არაფერი არ გამოვიდა,"- განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.


სამმხირვი კომისია რომელიც მთავრობის, პროფკავშირებისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, შრომითი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე იმსჯელებს.


5 აპრილს გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.


მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.



შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"პია"