გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ღიბრაძე: დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს

13-09-2021

დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ღიბრაძის თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის.


„დღეიდან იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.