გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 24.3 მლნ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

13-09-2021

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი უკვე განხორციელდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 27% -ით (1.2 ათასი ტონა) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე -იტალია (2 790 ტონა), გერმანია (747 ტონა), ესპანეთი (354 ტონა), ჩეხეთი (220 ტონა), პოლონეთი (168 ტონა), ლიეტუვა (110 ტონა), ლატვია (66 ტონა), საფრანგეთი (65 ტონა), ესტონეთი (44 ტონა), ბულგარეთი (22 ტონა), ბელგია (20 ტონა) ხორციელდება.


ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გადის სომხეთში (354 ტონა), უკრაინაში (138 ტონა), რუსეთში (82 ტონა), ერაყში (72 ტონა), ბელარუსში (71 ტონა), ჩინეთში (52 ტონა), არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (40 ტონა), მექსიკაში (28 ტონა), არგენტინაში (26 ტონა), დიდ ბრიტანეთში (22 ტონა), თურქეთში (22 ტონა) და უზბეკეთში (22 ტონა).