გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ღიბრაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა მოქმედი რეგულაციების დაცვით, დიდ გავლენას არ მოახდენს ეპიდვითარების გაუარესების კუთხით

13-09-2021

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, ცხადია იმ რეგულაციების დაცვით, რომელიც მოქმედებს, დიდ გავლენას არ მოახდენს ეპიდვითარების გაუარესების კუთხით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საბჭო ყოველთვის ხელმძღვანელობს არსებული ვითარებით და თანმიმდევრულად, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

 

„საბჭო ყოველთვის ხელმძღვანელობს არსებული ვითარებით და თანმიმდევრულად, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ახორციელებს შეზღუდვებს თუ შემსუბუქებებს. აღნიშნულ მომენტში ცხადია, რისკებიც გათვლილია და ჩათვლილია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, ცხადია იმ რეგულაციების დაცვით, რომელიც მოქმედებს, დიდ გავლენას არ მოახდენს ეპიდვითარების გაუარესების კუთხით და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ იქნა მიღებული", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.