გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი ღიბრაძე: პირველი გამარჯვებული გამოვლინდება ხვალ, 12:00 საათზე; გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge

13-09-2021

პირველი გამარჯვებული გამოვლინდება ხვალ. ეს მოხდება 12:00 საათზე და პირველი გამარჯვებული გამოვლინდება დღევანდელი დღის ჩათვლით ყველა ვაქცინირებული ადამიანებიდან. შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ, 12:00 საათზე განახორციელებს პირველ გათამაშებას, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისი თქმით, გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge, როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში.


„მონაცემები განახლდება ყოველდღიურად. დღევანდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდება ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა დღეს, მას უკვე შესაძლებლობა ექნება, ხვალ მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. შესაბამისად, სანამ ეს გათამაშება იქნება, იგივე პრინციპით განხორციელდება მონაცემების მიწოდება და შემდეგ გათამაშება", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.