გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს

14-09-2021

სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეში"განაცხადა, სადაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.


მთავრობის მეთაურმა კერამიკული აგურის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის თანამშრომლებს გაესაუბრა.


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტემ" ქარხნის ესპანეთიდან საქართველოში გადმოტანის გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. კომპანია სარგებლობს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" საბანკო კრედიტის 900,000 ლარიანი თანადაფინანსებით და საკრედიტო - საგარანტიო სქემის 2,55 მლნ ლარის ოდენობის კომპონენტით.


საწარმოს ჯამური ინვესტიცია 11,4 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია დღეში 120 ტონა აგურს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.


პრემიერ-მინისტრთან ერთად კერამიკული აგურის მწარმოებელ ქარხანაში იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე.