გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თანამდებობის პირების მიერ "დამალული" შემოსავლები იმერეთის მუნიციპალიტეტებში

19-04-2018

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში - ვანში, ტყიბულსა და სამტრედიაში თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. 
კვლევის შედეგად გამოკვეთა თანამდებობის პირების მიერ მათი და მათი ოჯახის წევრების ბიზნესაქმიანობის დამალვის მცდელობა და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა.

კვლევის მიხედვით, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ მიუთითა სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა ძიძიგურმა, რომელიც სოლიდური კომპანია "ზანდოს" დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და პარტნიორია.

ბიზნესსაქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ლიზა კრავეიშვილმაც, რომელიც შპს "ფეიქარის" 23%-იანი წილის მფლობელია.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბადრი შენგელიამ დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ იგი "ღანირი 2"-ის 30%-იანი წილის მფლობელია.

ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ტარიელ დვალიშვილმა ასევ, არ მიუთითა, რომ მისი მეუღლის სახელზე ბინა და მიწის ნაკვეთია გაფორმებული.
საკუთარი ბიზნესი დამალა სამტრედიის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამაც. კვლევის მიხედვით, ფოცხვერია შპს "ელიტა 5+" ში 20%-ს ფლობს.

მეუღლეების ბიზნესსაქმიანობის შესახებ დეკლარაციაში არ მიუთითეს მერიის ქონების მართვისა და არქიტექტურის სამსახურების უფროსებმა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი დარღვევა იპოვა ვანის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ვანის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ივანიაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ვანში მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეა.

მეუღლის ბიზნესსაქმიანობა დამალა ტყიბულის მერმაც, თემურ ჩუბინიძემ. მისი მეუღლე ნინო ცირეკიძე შპს "სამთო საინვესტიციო კორპორაციაში" 7%-იან წილს ფლობს.

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ დეკლარაციაში არ დაწერა, რომ შპს "ცხრა ჯვარი 2009"-ში 20%-იანი წილი ეკუთვნის.

დეკლარაციაში საკუთარი კომპანიის შესახებ მიუთითა ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო ფანჩულიძემ. თუმცა, თანამდებობის დაკავების შემდეგაც მას კომპანიაში მისი წილი მართვის უფლებით არავისთვის გადაუცია.

დეკლარაცია არასრულად შეავსეს ტყიბული მერიის აუდიტისა და ადმინისტრაციული სამსახურების უფროსებმაც, ოლეგ ქარქაშაძემ და კობა  რობაქიძემ.
ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარი შემოსავლები სრულად არ მიუთითა არც ტყიბულის საკრებულოს ორმა დეპუტატმა: თეიმურაზ ქელბაქიანმა და იოსებ რობაქიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტები, წარმოადგენს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელეს უფლება არ აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.

"ქუთაისიპოსტი"