გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კრის ო’ჰერნი : „თი-ემ-აი“ სანდო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპანიაა

14-09-2021

„სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TMI-ის სისტემა ძალიან კარგია და ძალიან საიმედო მეთოლოგიას ეფუძნება. TMI-ში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფრის სწორად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად გაკეთებას, მონაცემები და მუშავებული იქნა სხვა მრავალი ქვეყნის მაგალითებისა და პრაქტიკის მიხედვით და პანელის მართვაც ზედმიწევნით კარგად ხორციელდება. ვიტყოდი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მართული პანელი, რომელიც ოდესმე მინახავსშესაბამისად, მთლიანობაში ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა TMI-მ და ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია ენდოს მიღებულ შედეგებს“,- ეს შეფასება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია 3M3A-ს პროექტების დირექტორმა კრის ო’ჰერნიმ სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია „თი-ემ-აი“-ში აუდიტის ჩატარების შემდეგ გააკეთა.

 

საერთაშორისო აუდიტორი აცხადებს, რომ  კომპანია „თი-ემ-აი“-მ, რომელიც „კანტარ მედიის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში  ყველა პარამეტრში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 

„აუდიტისას პირველ რიგში შევისწავლეთ TMI-ს მეთოდოლოგია, განვიხილეთ რა შეიძლება გაკეთდეს თეორიულად საქართველოსთვის, გავითვალისწინეთ და შევისწავლეთ რამდენიმე წლის მონაცემები, დავაკვირდით პროცესსდაშევამოწმეთპანელები, რათა დავრწმუნებულიყავთ, რომ ყველაფრის მართვადა მონაცემების დამუშავება საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ხორციელდება. ჩვენი კომპანია აუდიტს მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქვეყანში ახორციელებს და შედარების შესაძლებლობა ნამდვილად გვქონდა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „თი-ემ-აი“ სანდო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპანიაა“,- ეს განცხადება დღეს საერთაშორისო აუდიტის შედეგების პრეზენტაციის დროს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია 3M3A-ს პროექტების დირექტორმაკრის ო’ჰერნიმ გააკეთა.