გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ვალერი გელაშვილი არის მჩაგვრელ სისტემასთან დაპირისპირების სიმბოლო, კარგად ვნახეთ, როგორ გაუსწორდა პირადად სააკაშვილი, ეს ბოროტი მასხარა კაცი, ლამის მოკლეს

14-09-2021

ვალერი გელაშვილი არის სიმბოლო იმ მჩაგვრელ სისტემასთან დაპირისპირების; კაცი, რომელმაც არ დაუხარა თავი, არ შეურიგდა იმ ჩაგვრას და უსამართლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასე უსწორდებოდა სააკაშვილის მჩაგვრელი სისტემა მოქალაქეებს.

„ვიმყოფებით რა ხაშურში, მე ვხედავ ღირსეულ კაცს - ვალერი გელაშვილს. მინდა, მას მივესალმო და ერთი კონკრეტული კაცის ისტორია გავიხსენოთ. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო კიდევ ერთხელ ამას - ადამიანი, რომელიც არის სიმბოლო იმ მჩაგვრელ სისტემასთან დაპირისპირების, კაცი, რომელმაც არ დაუხარა თავი, არ შეურიგდა იმ ჩაგვრას და უსამართლობას, კარგად ვნახეთ მთელმა საქართველომ, მთელმა მოსახლეობამ, როგორ გაუსწორდა პირადად სააკაშვილი, ეს ბოროტი მასხარა კაცი და ლამის მოკლეს ვალერი გელაშვილი. რატომ?! იმის გამო, რომ ამ კაცმა მისი ხუშტურები არ აიტანა და თავი არ დაუხარა. ასე უსწორდებოდნენ სააკაშვილის მჩაგვრელი ადამიანები და მჩაგვრელი სისტემა ჩვენს მოქალაქეებს - ბიზნესმენებს, წარმატებულ ადამიანებს, სპორტსმენებს, ყველა პროფესიის ადამიანს, პედაგოგებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას ექცეოდნენ უღირსად და შეურაცხმყოფლად. ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავასრულეთ და დავასრულეთ სამუდამოდ, ისე, რომ მეორედ ამ ადამიანებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის დანგრევის და ჩვენი ხალხის დაჩაგვრის უფლებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.