გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა წოწერია: ნაცმოძრაობის კანდიდატი თვითონ აფიქსირებს, რომ მისთვის მერობა არ არის მთავარი პრიორიტეტი, რაღაც მოგონილი უაზრო რეფერენდუმზე ლაპარაკობს

14-09-2021

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და ოპოზიციის მიერ წარმოებულ შავ კამპანიას პასუხობს. მისი განმარტებით „ქართული ოცნება" მოქალაქეებს კონკრეტულ გეგმებს და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებს სთავაზობს, ოპოზიცია კი პირიქით არჩევნების რევანშისტული ქმედებებისთვის გამოყენებას აპირებს  და სიძულვილის ენით საუბრობს.

 

„ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე სერიოზულ პასუხს ნამდვილად ვერ გავცემ.  „ქართული ოცნების" მხრიდან შეთავაზებულია ინტენსიური ურთიერთობა ჩვენს მოსახლეობასთან პროექტებზე, პროგრამებზე საუბარი და და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას 4 წელი როგორ უნდა დავგეგმოთ. „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს არის შანტაჟი, მუქარა, რევანშიზმი და ასევე სიძულვილის ენით წარმოებული კამპანია და მუშნი ზარანდიას კარიკატურული პერსონების მხრიდან რაღაც საოცარი, გაუგონარი კამპანია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ ეს კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ მათთვის, იმიტომ რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი ამომრჩევლისგან  ძალიან კრიტიკული განწყობა ისმის მათივე მისამართით და დარწმუნებული ვარ მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ" - განაცხადა მამუკა წოწერიამ „მაესტროს" პირდაპირ ეთერში.

 

კითხვაზე როგორ შეაფასებდა კონკურენტების შესაძლებლობებს და რა მოლოდინი აქვს - „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი პასუხობს:

 

„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, თვითონ აფიქსირებს პოზიციას რომ მისთვის მერობა არ არის მთავარი პრიორიტეტი, რაღაც მოგონილი უაზრო რეფერენდუმზე ლაპარაკობს, ასე რომ ისინი არ უყურებენ ადგილობრივ არჩევნებს როგორც იმ პირების არჩევის საშუალებას, რომელიც ჩართული იქნება ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში, სამეურნეო საქმიანობაში, არამედ გარკვეული პოლიტიკური ინსინუაციებისთვის სურთ არჩევნები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან კონკურენტად ვერ ჩავთვლით. რაც შეეხება ბატონ გეგა შენგელიას, მოსახლეობის აზრიც ეს არის, მას ქონდა ძალიან დიდი ასპარეზი, დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, რა თქმა უნდა, მის გვერდით იდგა და აძლიერებდა ქართული ოცნების გუნდი და ჩვენ ვთვლით, რომ ისიც ვერ გაგვიწევს კონკურენციას და პირველივე ტურში მნიშვნელოვანი შედეგით დავასრულებთ ამ არჩევნებს და შემდეგი ოთხი წელი მერწმუნეთ, რომ ეს იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარების წლები ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.