გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: ძირითად აქცენტს მივმართავთ მცირე საწარმოების განვითარებაზე, რომლებიც უვნებელია გარემოსთვის და ამავდროულად მეტი შემოსავალი და სიკეთე მოაქვს ოჯახებისთვის

14-09-2021

ძირითად აქცენტს მივმართავთ მცირე საწარმოების განვითარებაზე, რომლებიც უვნებელია გარემოსთვის და ამავდროულად მეტი შემოსავალი და სიკეთე მოაქვს ოჯახებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე მარტივი გზა, თუ როგორ გარდაიქმნას ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ორნიშნა იქნება, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაში.

„ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რადგან ადამიანებისთვის ცხოვრება იყოს კომფორტული და მეტი საშუალება შეიქმნას მცირე საოჯახო სასტუმროების, მცირე საწარმოების განვითარებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე ისაუბრა კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ მსხვილ წარმოებებზე, მათ შორის ჰაიდელბერგცემენტზე, რომელიც 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მისი თქმით,  ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსხვილი წარმოება ეკოლოგიურად უსაფრთხო იყოს.

„აქედან გამომდინარე იცით, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძოდ სოფლის მეურნეობისა და ლევან დავითაშვილის აქტიური ჩართულობით, ინვესტორმა საკუთარი ნებით, ჩვენთან თანამშრომლობით გადააიარაღა წარმოება და დღეს გარემოში გაფრქვევის მაჩვენებელი პრინციპში ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების რისკი მინიმუმადეა დაყვანილი. თუმცა, ვიცით, რომ არსებობს ხმაურის პრობლემაც და  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემაც იყოს მოხსნილი და უახლოესი ტექნოლოგიები იყოს დანერგილი. ინვესტორთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და ჩვენი კონტროლის ქვეშ ამ გადაიარაღებასაც განახორციელებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.