გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვასილ გველესიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა, რომ იგეგმება და კეთდება, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია

15-09-2021

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ქალაქის ტერიტორიაზე შეხვედრებს განაგრძობს.  მერობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატობის კანდიდატთან ერთად  დღეს მეგობრობის ქუჩისა და კვალითის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე მეგობრობის ქუჩისა და კვალითის დასახლების მოსახლეობას ვესტუმრეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და დეპუტატობის კანდიდატი უჩა ჩუბინიძე.


საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა,  რომ იგეგმება და კეთდება,  ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.


მოსახლეობის თქმით, მთავარ პრობლემას საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა წარმოადგენს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.