გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

16-09-2021

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL” ფარგლებში, მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებლად, ახალი საგრანტო კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო.


მოთხოვნაზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტი  მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას. პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ.


„ხელისუფლებისთვის მეცხოველეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ ინიციატივას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) ფინანსური მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, კონკურსის შედეგად შერჩეული საგრანტო პროექტების განხორციელებით, ხელშესახები პროგრესი გვექნება მესაქონლეობის სექტორში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.


მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებელ კონკურსში მონაწილეობისთვის, განაცხადების მიღება 2021 წლის 11 სექტემბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება.


კონკურსი მიზნად ისახავს ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროდუქციის წარმოების შემდგომ დამუშავებასა და შენახვას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, ფინანსურ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

პროექტი ასევე აქტიურად მუშაობს მესაქონლეობის სექტორში ჩართული პირების ცოდნის ამაღლების კუთხით, რასაც სხვადასხვა სახის ტრენინგებისა თუ სასწავლო-საინფორმაციო სახელმძღვანელოების შემუშავებით ახორციელებს.


დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://bit.ly/2YzQNX4

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/SQILGeorgia